აშშ-ში კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შექმნეს
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს ინოვაციური მკურნალობა შეიმუშავეს, რომელიც იმუნური T-უჯრედების გააქტიურებას ემყარება.
სტატია ამ მეთოდის შესახებ ჟურნალში Science Signaling გამოქვეყნდა.
აღმოჩნდა, რომ თუ კიბოს უჯრედები სიმსივნიდან მოიკვეთება, ქიმიოთერაპიული საშუალებებით "დაზიანდება" და შემდეგ კი უკან სიმსივნეში იქნება მოთავსებული, ისინი იმუნიტეტის გააქტიურების ტრიგერებად იქცევა. ასეთი უჯრედები არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის, მაგრამ მის მიერ აღიქმება, როგორც სპეციალური სიგნალი, რომელიც აიძულებს T-უჯრედებს, აქტიურად ებრძოლოს სიმსივნეს.
"ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ უჯრედებზე, რომლებიც სპეციალური გზით არის დაზიანებული, რისი წყალობითაც მათ შეუძლიათ, იმუნური სისტემის T-უჯრედები ეფექტურად გაააქტიურონ, თუ მათ სიმსივნეში წამლებთან ერთად შევიყვანთ", - ამბობს მეცნიერი მაიკლ ჯაფე, რომელიც ამ კვლევას ხელმძვანელობდა.
მან დასძინა, რომ მეთოდის ეფექტურობა მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებით დადასტურდა.
სიახლეები
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
- 12 ნოემბერი „მილიონერის ასპექტის“ დღეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვალდებულება აქვს BBC-ს უჩივლოს
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაზრდა იგეგმება და ნაცვლად 4 წლისა, 6 წელი გახდება
