"ღმერთმა ნუ დამაჭირვოს პოლიტიკაში წასვლა" - აჩი არველაძე
ვეტერანი ფეხბურთელი, აჩი არველაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე წლის წინ არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზებ ჰქონდა, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
როგორც მან გადაცემა "გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში" გაიხსენა, მისი კონკურენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იქნებოდა.
"ღმერთმა ნუ დამაჭირვოს პოლიტიკაში წასვლა. როგორც კი პოლიტიკურ მოედანზე შევალ, პირდაპირი მნიშვნელობით ვხდები იმ ადამიანების მოწინააღმდეგე, რომელთაც ჩემი პოლიტიკური ხედვები არ მოსწონთ. მე ვერ გავცვლი ხალხის სიყვარულს პოლიტიკაში.
მქონია შემოთავაზება, რომ ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი. ისეთი პარტიიდან იყო ეს შემოთავაზება, რომ დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ მოვუგებდი, შემფუთავდნენ, დამსვამდენენ ვიტრინაში და გავიმარჯვებდი, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ თინას არ უნდა მოვუგო, იმიტომ რომ თინა ჩემე ათასჯერ მაგარია. ხომ ვიცი, რომ თინა მჯობდა. ამიტომ არ წავედი პოლიტიკაში. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერ სფეროსთან. როცა ჩემ ადგილზე მოდიან, მე ვეუბნები - რა გინდათ აქ, მე ხომ არ მოვდივარ მანდ?" - თქვა აჩი არველაძემ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
