ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა
შვეიცარიიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა, რასაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
მისი თქმით, ახალი გალერეა ქართული ღვინის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
ქართული ღვინის ცენტრში 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინო იქნება წარმოდგენილი.
ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმმომადგენელს, ზვიად არაბიძეს ეკუთვნის.
"სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
