ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც - ნინო ლომჯარია
მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველთან არსებულ ექიმთა ჯგუფი და სახალხო დამცველი მივიდა.
გორის ჰოსპიტალში მორიგი ვიზიტის დროს, ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოსმებენ და გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს.
ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ოფისი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის დასკვნებს ეყრდნობა.
"სახალხო დამცველი ეყრდნობა თავის, ანუ ჩემს მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის დასკვნებს, ამიტომ სამედიცინო შეფასებების, რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნებს. რა თქმა უნდა გავეცნობით ალტერნატიულ დასკვნებსაც, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეფასებების გათვალისწინებით.
ბოლო ვიზიტის შემდგომ ჩვენ გავაკეთეთ რეკომენდაციები და ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტის მართვასა და მკურნალობაში სასურველი იყო, მონაწილეობა მიეღო ფსიქიატრს და ფსიქოლოგს, რადგან გარკვეულ სტრესზე იყო საუბარი. ასევე, გაჟღერდა ალტერნატიული ექსპერტების, ადვოკატების მხრიდან და პირადი ექიმის მხრიდან, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დასამატებელია ამ მიმართულებით შესაბამისი ექსპერტიზა. დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილები, რაც გამოითქვა მათ შორის დოზირებასთან დაკავშირებით. მათ შორის, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენც გავეცით ჩასატარებელ ფსიქოსოციალურ თერაპიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს უფრო სრულყოფილად შევაფასებთ სურათს", - განაცხადა ნინო ლომაჯრიამ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი