Georgian Airways-მა გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო
ავიაკომპანია Georgian Airways-ს 16,000-ზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის მიმართ ჯამში 176 მილიონი ლარის ვალი აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ განჩინება 29 დეკემბერს მიიღო, ხოლო 31 დეკემბერს საჯარო რეესტრმა კომპანიაში გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესის დაწყება დაარეგისტრირა.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ COVID-19-მა და საზღვრების ჩაკეტვამ ავიაკომპანია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტს აქვს გეგმა თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით, ამისთვის კი კომპანია მომგებიანი მიმართულებებით ფრენების გაგრძელებას გეგმავს, შესაბამისად რეაბილიტაციის პროცესი კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შეჩერებას არ გამოიწვევს.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ კომპანიის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21,378,262 ლარს. ამავდროულად კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175,854,075 ლარს. მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა.
Georgian Airways შემდეგი ქალაქების მიმართულებებით გააგრძელებს ფრენებს - ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი, ასევე სეზონური რეისები სხვა ქალაქებში და ჩარტერები.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ - გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს''- ლევან ხაბეიშვილი
- ,,ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას'' ამბობს ივანე ჩხაიძე
- ,,მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე
- იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
