მამა შალვა კეკელია მონასტრიდან განდევნილი ბერის მიმართ ძალადობის ფაქტს ეხმაურება
დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილ როინ მუმლაძეზე ძალადობს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა და განუცხადა, რომ მუმლაძე თავისივე მონასტერში მიიყვანა, რის შემდეგაც ვიდეო გადაუღო, წვერი გაპარსა და სასულიერო სამოსი გახადა.
დეკანოზის განმარტებით, ჩანაწერში მონაწილე არცერთი პირი ბერი არ არის, კერძოდ ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა „ყველაფერი აკრძალული აქვს“.
მისივე თქმით, ორივე მათგანი რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა.
,,ეს უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი? მამა ანდრია ჯაღმაიძე მესაუბრა და მითხრა, რომ არცერთი მათგანი არ არის დღეს ბერი, ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა აკრძალული აქვს ყველაფერი, ორივენი რუის-ურბნისის ეპარქიაში იყვნენ.
ვინც ურტყამს, ეს ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ჩემთან და დამელაპარაკა. როგორც თავად მომიყვა, წაუყვანია თავისთან მონასტერში, ვიდეოები გადაუღია, ყველაფერი მოვაყოლეო და ეპისკოპოსებთან გადაუგზავნია, რის შემდეგაც მითხრა, გადაღებული მაქვს, რომ გავპარსე წვერი და გავხადე კაბაო. შემდეგ მკითხა ჩივილთან დაკავშირებით. რომ მითხრა ამ ვიდეოს ჩაგიგდებო, ვუთხარი, არ მაინტერესებს და შენთვის გქონდეს-თქო. რატომ უნდა მაინტერესებდეს, რატომ გახადა კაბა, არ მაინტერესებდა არანაირად“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.
დეკანოზმა 2019 წელს მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, რომლის გამოც როინ მუმლაძემ მის წინააღმდეგ საპატრულო პოლიციაში იჩივლა.
,,ეს ადამიანი სასწავლებელში მოვიდა და როგორც მოძღვარს მთხოვა, ლექციებზე მიმეცა დასწრების უფლება, რომ თავისუფალი მსმენელი ყოფილიყო, დავრთეთ ამის ნება და დაიწყო ლექციებზე სიარული. ერთი კვირის შემდეგ, ჩემმა სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენთან ლექციებს ვერ დაესწრებოდა. ეს ადამიანი კიდევ ვნახე და ვუთხარი - აღარ დაგინახო ამ ტერიტორიაზე ახლოს გაკარებული-თქო, ვუთხარი თუ „ასეთი“ ხარ, გაიხადე კაბა, გაიპარსე წვერი, ამ ფორმაში ეს არ არის მისაღები. გადავიყვანე საპატრიარქოში და შევახვედრე მეუფეებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ შესამოსელში იქნებოდა, ქალაქში გასვლა ეკრძალებოდა, უნდა ყოფილიყო მონასტერში და მონასტრის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც აეკრძალა ქალაქში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვნახე ჯვრის მონასტერთან, იმ მომენტში მე მას დავემუქრე, ეს იყო 2019 წელს. ჩემი მუქარის გამო მიჩივლა, დამიბარეს პოლიციაში და ყველაფერი მოვუყევი. მღვდლებს არ გვაქვს ადამიანის ცემის უფლება, ვუთხარი შენ არ გაქვს უფლება, რომ ჩვენი შვილები გარყვნა. ჩემგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ვიღაცას გავუსწორდე, სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
