ქეა კავკასია აგრძელებს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას
ქეა კავკასიამ, ქეა ამერიკის (CARE USA) მხარდაჭერით დაიწყო უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ მიზნით 25 და 26 მარტს ქეას გუნდი განთავსდება ქუთაისის აეროპორტში და პირველად მხარდაჭერას გაუწევს საქართველოში მომავალ უკრაინის მოქალაქეებს.
კონკრეტულად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობით, აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ქეა კავკასიის საინფორმაციო კუთხე, სადაც ქეას გუნდი უკრაინის მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობების შესახებ. ქეა ასევე უკრაინის მოქალაქეებს გადასცემს ინდივიდუალურ პაკეტებს პირველადი მოხმარების ნივთებითა და საჭირო ინფორმაციით.
ქეას გუნდი ასევე შეხვდება ქუთაისში კომპაქტურად განთავსებულ უკრაინის მოქალაქეებს, რათა უკეთ გაიგოს მათი საჭიროებები და შესაბამისად დაგეგმოს პარტნიორებთან კოორდინაციით მხარდაჭერის მექანიზმები.
ქეა კავკასია განსაკუთრებით მხარდაჭერას გაუწევს ქალებს, ბავშვებს, განსაკუთრებული საჭირეოებების მქონე პირებს და სხვა გადაუდებელი საჭიროებების მქონე ადამიანებს/ოჯახებს. საჭიროების შეფასება და განსაზღვრა მოხდება ქეას მიერ შემუშავებული ჰუმანიტარული რეაგირების მექანიზმების საშუალებით.
ქეა კავკასიის ჰუმანიტარული დახმარება დაფუძნებული იქნება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგფების რეალურ საჭიროებებზე და შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქმიანობას როგორიც არის:
- გადაუდებელი საბაზისო (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) საკვებისა და ნივთების მიწოდება, მათ შორის ჰიგიენური საშუალებების ქალებისა და ბავშვებისათვის
- ერთჯერადი მრავალმიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევა
- პირველადი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება საქართველოში არსებული მხარდამჭერი სერვისები შესახებ.
ქეა კავკასია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ლტოლვილი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხს
საჭიროებებზე მორგებული ჰუმანტარული დახმარების მოსამზადებლად, ქეა აგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას და სიტუაციის შეფასებას.
ქეა კავკასიის შესახებ:
ქეა კავკასიის რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს. ქეამ საქმიანობა დაიწყო როგორც ჰუმანიტარულმა სააგენტომ, რომელიც რეგიონში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას უწევდა დახმარებას. ადრეული 2000-იანი წლებიდან ქეა კავკასიამ დაიწყო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელება, თუმცა შეინარჩუნა თავისი ჰუმანიტარული მანდატი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქეამ უპასუხა ყარაბაღის I და II ომს, 2008 წლის ომს საქართველოში, სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფებს რეგიონში, პირველადი ჰუმანიტარული საჭიროებებით: საკვების, ჰიგიენური ნივთებისა და თავშესაფრის მიწოდებით და კონფლიქტის-შემდგომი აღდგენის პროგრამების საშუალებით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://care-caucasus.org.ge/?lng=geo
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის