სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების ახალ პროგრამას იწყებს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.

პროგრამის პრეზენტაციაზე „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ ეს არის ექსპორტიორთა დახმარების პაკეტი, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება და მოიცავს საწარმოების სერტიფიცირებას და პროდუქტის ლიცენზირებას, უცხოურ ბაზრებზე შესვლის თანადაფინანსებას, ბრენდინგს და შეფუთვას.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა არის პაზლის ბოლო ნაწილი, რომლითაც ექსპორტიორებს დღეს დახმარების სრული პაკეტი აქვთ.

„დღეს ბიზნესს წარვუდგინეთ ახალი პროგრამა, განსაკუთრებით ექსპორტიორების საყურადღებოდ, რომელიც ახდეს ექსპორტის სტიმულირებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვმუშაობდით ბაზრების დივერსიფიკაციაზე და შესაბამისად, ახალი მექანიზმით შევავსებთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მსოფლიო პრაქტიკით არის ხოლმე ექსპორტის სააგენტოებში. ეს არის პაზლის ბოლო ნაწილი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტიორებს დღეს ჩვენი სააგენტოს მეშვეობით აქვთ სრული პაკეტი დახმარების. პაკეტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს - საწარმოების სერტიფიცირება და პროდუქტის ლიცენზირება, უცხოურ ბაზრებზე შესვლის თანადაფინანსება, 10 000-ლარიანი გრანტი გვექნება ექსპორტიორებისთვის და მესამე კომპონენტი არის ბრენდინგი და შეფუთვა. ჩვენ გვაქვს გამოფენების კომპონენტი, სადაც კომპანიებს ეძლევათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ, გვაქვს ექსპორტის მენეჯერთა ტრენინგის კურსები, კონსულტაციები, ანუ ნულიდან შეგვიძლია დამწყები ექსპორტიორი კომპანია გახდეს დიდი ექსპორტიორი კომპანია.

ჩვენ ყოველთვის მეწარმეს ვურჩევთ ხოლმე, რომ ბიზნესი არასდროს ააგოს ერთ ბაზარზე. ყველა პროგრამა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, ორიენტირებულია დივერსიფიკაციაზე. ამ ახალი პროგრამით უშუალოდ დივერსიფიკაციას ვუწყობთ ხელს, რათა ახალი ქსელებით შემთხვევაში საკმაოდ დიდი თანხით ვახდენთ ანაზღაურებას მნიშვნელოვანი საფასურის. ჩვენ მუდმივად გავდივართ კონსულტაციებს კომპანიებთან, ვეხმარებით მათ, რომ გაერკვნენ, რა არის სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკაცია, ვეხმარებით სტანდარტების დაკმაყოფილებაში, ახლა უკვე გრანტით ვეხმარებით სერტიფიცირებაში და ამიტომ, არსებობს ყველანაირი მექანიზმი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ბაზარზე.

ჩვენ დავაკვირდებით რამდენი განაცხადი იქნება და იმის მიხედვით ბიუჯეტი რაც გამოყოფილი გვაქვს დაახლოებით, მილიონ ლარზე მეტი, აუცილებლად გვეყოფა, თუმცა ეს გათვლილია ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც აქვს ამის ძალიან დიდი საჭიროება“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელის თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისთვის კომპანიებს შეუძლიათ სააგენტოს დღეიდან 11 მაისამდე მიმართონ.

„ეს არის სექტორები, რომლებიც მოიცავს არა ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებს ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ბაზრის დივერსიფიკაციის კომპონენტში, რადგან სხვა კომპონენტში სოფლის განვითარების სააგენტოს აქვს ძალიან მასშტაბური პროგრამა. ეს ასევე მოიცავს ვეტერინარულ საქმიანობებს, საკვებ-სასმელს ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის, ტანსაცმელს, ავეჯს, სხვადასხვა ტიპის დანამატებს, პრეპარატებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, იმ სექტორებს, რომლებიც ასე რომ ვთქვათ, გამოფენებზე დაგვყავს. ესეც არის ჩვენი სტრატეგიით მიხედვით შერჩეული სექტორები.

ევროკავშირს აქვს თავისი სერტიფიცირება და სტანდარტები. ალბათ, ჩვენი სერტიფიცირების კომპონენტი ყველაზე ლოგიკურად ჯდება ევროკავშირთან. რაც შეეხება გათვლებს, ძალიან რთული არის ერთი სააგენტოს პროგრამით იმსჯელო ექსპორტის მასშტაბზე. თუმცა, ჩვენ ძალიან მალე გვექნება სურათი რამდენი განაცხადი შემოვა და ჩვენ წლის ბოლოს პირდაპირ გეტყვით რამდენმა კომპანიამ აიღო სერტიფიკატი, რამდენმა კომპანიამ შეძლო გატანა და ა.შ. იცით, რომ ჩვენ ანალიზის და მონიტორინგის საფუძველზე ეკონომიკურ შედეგებს ვითვლით უკვე და პირველი რეპორტი მზად გვაქვს. არამარტო ექსპორტის პროგრამის, ყველა ჩვენი პროგრამის დეტალურ შედეგებზე არამარტო შედეგებზე, არამედ ეკონომიკაზე რა გავლენა აქვს თითოეულ ლარს, რომელიც დავხარჯეთ ძალიან მალე მედიისთვის ცნობილი იქნება.

დღეიდან 7 აპრილიდან დაიწყო და 11 მაისამდე შეუძლიათ მოგვმართონ“, - განაცხადა ხიდურელმა.

წაკითხვა 242 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.