ზაზა ვაშაყმაძე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი რელიგიური გაერთიანებ
ისთვის (საქართველოს მუსლიმი თემი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს ებრაელთა კავშირი) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ. ლარს 1 მლნ. ლარი დაემატა.
„მთავრობამ გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსთან და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. გაითვალისწინებულ იქნა რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა. უკვე არსებულ დაფინანსებაზე დამატებულ თანხას საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს. დამატებით გამოყოფილ 1 მლნ. ლარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გაანაწილებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, აბრამ ჩანჩალაშვილი, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი, რახამინ მურდუხაშვილი, კათოლიკე თემიდან მღვდელი ზურაბ კაკაჩიშვილი და მღვდელი აკაკი ჭელიძე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, კირაკოს დავთიანი, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი, ოქტაი ისაევი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი