საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ და უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 9 აპრილი შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. ეს არის პირველ რიგში, ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რომ თავისუფლებას ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ამ გმირების წინაშე და მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს - ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
