საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს დღეს, პატივი იმერეთის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიაგეს
33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა.
საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ტანკებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო, რომლის საშუალებითაც 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობა აღდგა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს დღეს, პატივი იმერეთის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიაგეს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
