პროგრამის "გახდი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი"- რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, ქუთაისში, სასტუმრო „Best Western”-ში CSRDG სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ცვლილებების ინიციატორები!
შეხვედრაზე სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა, ახალგაზრდების კარიერისა და სამომავლო საქმიანობის მხრივ სოციალური მეწარმეობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მოწვეულმა სოციალურმა მეწარმეებმა კი სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამის მიზანია:
ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა;
ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი;
გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით;
ახალგაზრდა ელჩების აღმოჩენა და მათი წახალისება ფინანსური მხარდაჭერით (750 EUR) თავიანთ;
რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით;
ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნა;
ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.
პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით. პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები ახლოს გაეცნობიან სოციალურ მეწარმეობას. სკოლის შემდეგ, მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 5 გამარჯვებული ახალგაზრდა ელჩი. განაცხადები მიიღება 15 მაისამდე. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
აღნიშნული პროექტის შესახებ უფრო დეტალურად FirrstNews.ge-ს მარიამ ჯაფარიძე ესაუბრა:
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით იწვევს ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით ხუთ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩს შეარჩევს, რომლებიც საზაფხულო სკოლას გაივლიან.
ჩვენი მიზანია, უკეთ გავაცნოთ სოციალური მეწარმეობა ახალგაზრდებს, ამ თემით დავაინტერესოთ, გავზარდოთ მათი ჩართულობა. კონკრეტულად გავაცნოთ სოციალური მეწარმეობა, როგორც ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი უნიკალური მოდელი.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ერთი არის საზაფხულო სკოლა, ხუთი დღის მანძილზე გაივლიან ახალგაზრდები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს, ადგილზე მივლენ და ჩაერთვებიან თემატურ ვორქშოფებში.
ასევე მოვამზადებთ პროექტების მართვის, კომუნიკაციებისა და პრაქტიკული უნარების მიმართულებით, რომელიც მათ პროგრამის მეორე ეტაპისთვის დასჭირდებათ. ეს არის პროექტების კონკურსი და სწორედ ამის შედეგად შევარჩევთ ხუთ ახალგაზრდა ელჩს, რომელთაც გადავცემთ მცირე ფინანსებს, რომ მათ, საკუთარ რეგიონებში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნონ სოციალური მეწარმეობის შესაძლებლობები და პერსპექტივები,"- განაცხადა მარიამ ჯაფარიძემ.
პროექტი „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის