''სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე'' - მამუკა ხაზარაძე
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
„ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერობაა.
„ალფა ჯგუფს“ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის“ დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
„IDS ბორჯომი საქართველომ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სანქციების გამო, „ბორჯომის“ წარმოება დროებით შეჩერდა.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
