ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მასთან შეხვედრისას შეუძლოდ გახდა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრისას სააკაშვილი შეუძლოდ გახდა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრის ოთახი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს. მისივე ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო და დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია, როგორც შიმშილობის ბოლო ეტაპზე იყო.
„მესამე პრეზიდენტი არის შეუძლოდ და მან ვერ მოახერხა უბრალოდ დიდი ხანი დარჩენილიყო შეხვედრაზე, ეს იყო შესამჩნევი არაპროფესიონალისთვისაც. უჭირს გადაადგილება, ერთ ადგილზე დგომა და წონასწორობის დაცვა. არ ვიცი როგორ შეიძლება უყურებდე ამ ადამიანის ტანჯვას, მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი უყურებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც იციან, რეალობა, მიუხედავად იმისა, რა სისულელეებიც არ უნდა ილაპარაკონ. ეს არის არაადამიანობა, ადამიანის წამება და მკვლელობა ტყვეობაში. მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო რამდენიმე დღის წინ. ის არის იგივე მდგომარეობაში დაახლოებით როგორც იყო შიმშილობის ბოლო ეტაპზე", - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
