''კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას გააგრძელებს'' - ივანე ჩხაიძე
თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნაადრევია კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი და სასურველია დარჩენილი შეზღუდვა, რაც შეიძლება დიდხანს, პანდემიის დასრულებამდე შენარჩუნდეს.
მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება გააგრძელონ.
„ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება, ან მოხსნა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარეობს. ეპიდსიტუაციის გაუარესებას მოჰყვებოდა რეგულაციების გამკაცრება და პირიქით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ, ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვა დარჩა, კერძოდ, ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, ამის უკან პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დგას, ასევე აფთიაქები. ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია. ეს შეზღუდვები, რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს შენარჩუნებული. სასურველი იქნება, თუ ჩვენ პანდემიის ბოლომდე ამ შეზღუდვებს დავტოვებთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მაღალი რისკის ადგილებიდან სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დარჩა, სადაც აუცილებლად ნიღბით უნდა ვიყოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოთხოვნა არ გვაქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს. ჯერ ცოტათი ნაადრევია პანდემიის დასრულებაზე საუბარი",- განმარტავს ჩხაიძე.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი