„უმძიმესი ვითარებაა სასკოლო განათლებაში“ - არჩილ გამზარდია
უმძიმესი ვითარებაა სასკოლო განათლებაში.სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვის გამო, შესაძლებელია, 12-წლიანი სწავლება ხარისხით 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში შეფასდეს თუ, რა ზარეალი მიადგა სასწავლო პროგრამას, რომ შემდეგ დროულად მოხდეს პროგრამების მორგება საჭიროებებზე.
ანალიტიკოსს ამის დასტურად მოლინეუსის სიტყვები მოაქვს.
‘’საქართველოშიც კოვიდმა და კოვიდით გამოწვეულმა სკოლების დახურვამ მძიმე და მწვავე გავლენა მოახდინა განათლების ხარისხზე. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ რა ზარალი მიადგა საგანმანათლებლო სისტემას კოვიდის პირობებში და ამის შემდგომ,მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები დროულად მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, კურიკულუმმა უნდა უპასუხოს იმ ჩავარდნას, რომელიც განათლების სისტემას ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა. რა თქმა უნდა, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროგრამების მორგება საჭიროებებზე, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის",- განაცხადა მოლინეუსმა.
სიახლეები
- რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, ვის შეიძლება შეეხოს „ქართული FARA“
- მარწყვის ტორტი
- "ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
- “თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება” – პაპუაშვილი
- აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა