დღეს ქუთაისში ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმის განხილვა გაიმართა
დღეს ქუთაისში ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმის განხილვა გაიმართა. აღნიშნული გეგმა ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია.
შეხვედრა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ კოორდინატორმა რუსუდან სიმონიძემ გახსნა. დისკუსიაზე განიხილეს როგორც ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების მოსამზადებელი გეგმა, ასევე უკვე შემუშავებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია. შეხვედრა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა -დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით მოეწყო.
,,მნიშვნელოვანია ენერგიის მოხმარებამ კლიმატის ცვლილება არ დააზიანოს.ენერგეტიკაზე მოთხოვნა ყოველწლიურად, დაახლოებით, 5%-ით იზრდება.მეტი ენერგიის მოხმარება კი მეტ ემისიას იწვევს. კლიმატის ცვლილებაში ძირითადი როლი ენერგორესურსების მოხმარებას უჭირავს. მთავრობამ ძირითადი აქცენტი უნდა მიმართოს იმისკენ, რომ მეტი განახლებადი ენერგია მოვიხმაროთ და ნაკლები ნავთობპროდუქტები, რაც ემისიების გაფრქვევის საფრთხეს შეამცირებს. მზადდება დოკუმენტი, რომელიც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს კლიმატის ცვლილების დოკუმენტთან,’’ - განაცხადა FirstNews.ge-სთან საუბარში ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ ექსპერტმა ავთანდილ გელაძემ.
ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესზე ასევე ისაუბრა გარემოს დაცვის ექსპერტმა ,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ მოწვეულმა სპიკერმა მამუკა გვილავა.
‘’დოკუმენტის შემუშავების პროცესს ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. ასევე განვიხილეთ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ შემუშავებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია. ეს ორი დოკუმენტი ძირითად ნაწილში შესაბამისობაშია, თუმცა გარკვეული დეტალები კლიმატის ცვლილების დოკუმენტში უკეთესადა ასახული. შეხვედრის შედეგიც არის ის, რომ ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ გეგმაში სათანადო დაზუსტებები იყოს შეტანილი და სრულად იყოს საქმიანობები მითითებული ისე, როგორც ეს არის კლიმატის ცვლილების დოკუმენტში,’’ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში მამუკა გვილავამ.
განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კლიმატის დაცვის საკითხებში’’ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს.
სიახლეები
- რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, ვის შეიძლება შეეხოს „ქართული FARA“
- მარწყვის ტორტი
- "ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
- “თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება” – პაპუაშვილი
- აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა