როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 7-8 მაისს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში თოვლჭყაპი იქნება.
„ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება ჯერ მოსალოდნელი არ არის. 10 მაისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ხვალ ინტენსივობა შესუსტდება, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში შეწყდება.
დედაქალაქში სუსტი წვიმა შენარჩუნდება. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში გაძლიერდება“,- აღნიშნა გვაზავამ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
