სატრანსპორტო ნომრის შენახვა ვირტუალურად იქნება შესაძლებელი
სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის შენახვის წესის შეცვლა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალუდა ღუდუშაური არიან.
მათი განმარტებით, დღეს მოქმედი მოდელი ითვალისწინებს ე.წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას, რაც მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას მოითხოვს და მომხმარებლისთვის გარკვეულ დაბრკოლებებს იწვევს, ვინაიდან შენახული ნომრის აღება პირს შეუძლია მომსახურების სააგენტოს მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელშიც მან ნომერი ჩააბარა.
დეპუტატებისს ცნობით, ნომრის მოძებნა დროში ჭიანურდება და ხშირად ხდება შენახული ნომრის დაზიანებაც.
კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება ნომრის შენახვა არა ფიზიკურად, არამედ „ვირტუალურად“. კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ ამ ცვლილების შედეგად, მომხმარებელი შეძლებს, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მცირე დროში დაიბრუნოს თავისი სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი.
ამასთან, ცვლილებებით, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანს შვიდი თვის ნაცვლად ერთ წლამდე ვადით შეინახავს.
კანონპროექტით, აღნიშნული მომსახურების საფასური ავტომობილის შემთხვევაში შეადგენს 35 ლარს, ხოლო მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება 25 ლარით.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
