დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს
დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს.
ევროინტეგრაცია რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. ევროკომისიისგან და შემდეგ უკვე ევროსაბჭოსგან სახელისუფლებო პარტიას პოზიტიური მოლოდინები აქვს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ახლა კი, შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
