თბილისის რომელ უბანში გაიზარდა და შემცირდა ბინებზე ფასები
2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა.
ცნობისთვის, ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2 პროცენტი).
რომელ უბანში როგორ შეიცვალა ბინებზე ფასი 2022 წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით.
2022 წლის იანვარ-მარტში 2021 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, ბინები მხოლოდ საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონში გაიაფდა. კერძოდ, საბურთალოზე ფასები 1 კვ. მეტრზე 88 ლარით, ხოლო ჩუღურეთში - 15 ლარით შემცირდა.
რაც შეეხება ფასის მატებას, თბილისში უბნების მიხედვით, 1 კვ. მეტრზე ფასები გაიზარდა:
- მთაწმინდა - 528 ლარით;
- ვაკე - 150 ლარით;
- კრწანისი - 153 ლარით;
- დიდუბე - 130 ლარით;
- ნაძალადევი - 89 ლარით;
- ისანი - 125 ლარით;
- გლდანი - 119 ლარით;
- სამგორი - 112 ლარით.
სიახლეები
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა
- “4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით” – მაჭარაშვილი
- “საქართველოს დაანებოს ყველამ თავი - ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა” - კახა კალაძე
- “პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას” - შალვა პაპუაშვილი
- როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას