ქუთაისში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
"მედია ყოველთვის მოიგებს" - ამ სლოგანით, დღეს, ქუთაისში ტელეკომპანია ,, მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
‘’როცა აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, ყოველთვის ვამბობდი - უარი შერჩევით სამართალს. სამართალი ზოგადად არ უნდა იყოს შერჩევითი, მაგრამ დღეს, კიდეც დავწერე სხვა რამ, ეს არ არის სამართალი, როცა საზოგადოების დიდ ნაწილში უსამართლობის განცდა ჩნდება. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ განაჩენი ჩემთვის ვერ იქნება მართლზომიერი, ანუ მე მჭირდებოდა მეტი მტკიცებულებები, მეტი სანდოობა და რადგან ეს ვერ მივიღე ბუნებრივია ვუერთდები ჩემი კოლეგების აზრს და ვდგავარ აქ," -განაცხადა FirstNews.ge-სთან საუბარში ჟურნალისტმა ნანა თოშხუამ.
შეგახსენებთ, რომ გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია