ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა
თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მათ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსთხოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშობლების ნაწილმა განუცხადა, დაზღვევისთვის მათ დამატებით 4 ლარი უნდა გადაეხადათ.
ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ექსკურსიის ორგანიზებისას დაზღვევის წარდგენა მათი მოთხოვნა არ არის.
სამინისტროში განაცხადეს, სკოლამ ექსკურსიის ორგანიზებისას მხოლოდ ის რეგულაციები უნდა დაიცვას, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის გაიცა.
ამასთან, „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გადაამოწმა, სადაც მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, დაზღვევა მოითხოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრია აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსწავლეებისთვის მათ არ დაუვალებიათ.
ცნობისთვის, განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.
გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე. ასევე, როგორც განათლების სამინისტროში სააგენტოს განუმარტეს, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი