ქუთაისში მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ‘’ვიცავთ და ვქმნით ისტორიას’’ გაიმართა

დღეს, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ‘’ვიცავთ და ვქმნით ისტორიას’’ გაიმართა.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისთვის", "ქუთაისის ქალთა კლუბი" და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

 

ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება გაიმართა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით შექმნილი სამაგიდო თამაში ჩატარდა.

 

‘’18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამიტომ საინფორმაციო ცენტრ "ნატო და ევროკავშირის შესახებ’’ და  ‘’ქუთაისის ქალთა კლუბთან" ერთად მუზეუმში ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო "ქალთა კლუბისთვის". ასევე, გაიმართა ფილმის ჩვენება და შემდეგ უკვე სამაგიდო თამაში, რომელიც ნატო - ევროკავშირის თემაზე იყო შექმნილი.

 

ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდებია, ისინი სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ მუზეუმის ცხოვრებასაც უფრო ახლოს გაეცნობიან,’’- განაცხადა FirstNews.ge-სთან საუბრისას ქუთაისის ქალთა კლუბის თავჯდომარე მარიკა ვაჭარაძემ.

 

საინფორმაციო ცენტრის თამაშში გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

წაკითხვა 368 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 18 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.