''მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები კი არ მცირდება, მატულობს და ამასთან გამკლავება ძალიან რთულია'' - ნიკოლოზ ყიფშიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზები კი არ მცირდება, ყოველ დღე მატულობს და „ამასთან გამკლავება ძალიან რთულია“.
როგორც ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავაც ფიქრობს, რომ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება იქნება შესაძლებელი.
„ვიცი, რომ რამდენიმე კვლევა გაუკეთდა, მაგრამ დასკვნებს ჯერჯერობით არ გავცნობილვარ. დღის მეორე ნახევარში შევეცდები მკურნალ ექიმს გავესაუბრო. კომპიუტერული და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთდა. მიმდინარეობს სიმპტომატური მკურნალობა, გადასხმები უკეთდება. სხვა მდგომარეობა არ ვიცი, რადგან სააკაშვილი 2022 წელს არ მინახავს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, სააკაშვილს კვებითი დანამატები წვეთოვანი გზით მიაწოდონ, ყიფშიძე ამბობს, რომ „ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა.
„ჯობს, ეს გაკეთდეს ისეთ ქვეყანასა და დაწესებულებაში, სადაც ეს კეთდება“, - განაცხადა ყიფშიძემ.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
