აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს
აშშ-ის კონგრესში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ განცხადებები ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენის დროს ისმოდა, რომელიც კონგრესში პირველად გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა გააღვივა. კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ბენი ტომფსონმა თავის მხრივ თქვა, რომ კაპიტოლიუმის შტურმმა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა.
სხდომის ფარგლებში აჩვენეს ინტერვიუები დონალდ ტრამპის კაბინეტის ყოფილ წევრებთან. მათ შორის იყო აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპის ბრალდება, თითქოსდა 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებული იყო. საჯარო მოსმენაზე ასევე აჩვენეს ტრამპის ქალიშვილ ივანკას მიერ მიცემული ჩვენების ჩანაწერიც, სადაც ის აშშ-ის გენერალური პროკურორის შეფასებას დაეთანხმა.
ამავე საქმეზე კონგრესში ამ თვეში სულ ექვსი სხდომის გამართვაა დაგეგმილი.
დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.
2021 წელს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დღეს ექვსი ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
სიახლეები
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა
- “4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით” – მაჭარაშვილი
- “საქართველოს დაანებოს ყველამ თავი - ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა” - კახა კალაძე
- “პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას” - შალვა პაპუაშვილი
- როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას