შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლება წარმოეშობათ – 60 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

ასევე ცვლილებებით, ქალებს პენსიაზე უფლება წარმოეშობათ 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

 

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ობიექტები (შახტები და მაღაროები, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) საჭიროებს ფიზიკურ შრომას და დიდ ადამიანურ რესურსებს, რადგანაც აღნიშნული სამუშაოები წარმოების მეთოდით საკმაოდ შრომატევადი და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია ახალი კონსტრუქციული და თანაზომიერი ჩარჩოებით სახელმწიფომ მოაწესრიგოს აღნიშნულ სამუშაოებზე საპენსიო ასაკით მოსარგებლე ფიზიკური პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიმდინარე სამუშაოებზე ჩამოყალიბებულია რამდენიმე საფრთხის შემცველი წარმოება, მაგ: მეთანისა და სხვა აირების წარმოება, მუშაობა: შემოსაზღვრულ სივრცეებში, სიმაღლეზე რთული საყრდენების პირობებში, მასალებთან, რომლის ტრანსპორტირებაც და დამუშავებაც ძირითად შემთხვევებში ხელით ხორციელდება, წმენდითი სანგრევების აფეთქებით, ბუნებრივი აირის წარმოშობით და ა.შ. ყოველივე სამუშაო გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო მოსპობისა და დაზიანების რისკების მაღალ ალბათობას. სწორედ ამიტომ პრობლემურია ის საკითხი, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სტანდარტული საპენსიო ასაკი შეუსაბამოა სამსახურებრივ ვალდებულებებთან, საქმიანობასთან და არსებულ შრომის პირობებთან”, – აღნიშნულია კანონპროექტში

წაკითხვა 258 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.