სოფო გორგოძის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 95 % გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.
როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკის თანახმად კი რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა გამოცდაზე.
"რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 9:00 საათზე კი გამოცდა. ყველა საგამოცდო ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტებს ჯამში სამი საათი აქვთ, რომ ტესტზე მუშაობა დაასრულონ. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკით, რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ, დაგვიანების 2 შემთხვევა გვაქვს. მინდა მოვუწოდო შუა დღის სესიის აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ. დაგვიანების შემთხვევაში საგამოცდო პროცესს ეთიშებით",- აღნიშნავს გორგოძე.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
სიახლეები
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
- ,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი"- დავით მათიკაშვილი
