ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასწავლო ვიზიტი მოეწყო
8 ივლისს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მოეწყო სასწავლო ვიზიტი ფონდი ,,აფხაზინტერკონტისა" და ზრდასრულთა განათლების რესურს ცენტრის ოფისში.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ახლად შექმნილი, ნაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა, თუ განვითარების პროცესს თან ახლავს, ასევე დასმული იქნა კითხვები და განხილული იქნა პრაქტიკული შემთხვევები, მათ შორის წარმატებული მაგალითებიც.
პროექტის მნიშვნელობაზე FirstNews.ge- თან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა პროექტის კოორდინატორმა თამარ ელბაქიძემ ისაუბრა.
„დღეს, ჩვენ იმერეთის რეგიონულ ჰაბს თავის ახალგაზრდა ორგანიზაციებთან ერთად ვუმასპინძლეთ. გავუზიარეთ ჩვენი წარმატების მაგალითები ,როგორც რაჭა-ლეჩხუმი , ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა და რეგიონში დასაქმების ცენტრმა. გავაცანით ის გზები და ეტაპები თუ, როგორ მივაღწიეთ წარმატებებს 1995 წლიდან დღემდე. გავაცანით ჩვენი პროექტები, რომლებიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. დეტალურად ვისაუბრეთ ჰაბის პროექტში განხორციელებულ აქტივობებზე ,მიმდინარე საქმიანობებზე.
ახალგაზრდებს გავაცანით პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურს ოთახი, გამოცემული პუბლიკაციები, მოვისმინეთ მათი კითხვები და გავეცით პასუხები, თუ რა არის იმისათვის საჭირო, რა ძირითადი ფასეულობები და ღირებულებებით უნდა სარგებლობდეს ორგანიზაცია, გარდა კვალიფიკაციისა და მატერიალური რესურსებისა, იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებთან მუშაობის პროცესს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებისა და განვითარების კუთხით ასევე სუფთა სოციალურ ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით. ვინაიდან, რაც შეიძლება ნაკლები იყოს მიგრაცია რეგიონიდან, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს და მეტმა მიიღოს ის საჭირო და ფასეული ინფორმაციები, რითაც რეგიონში მოახდენს თვითრეალიზაციას,“- განაცხადა თამარ ელბაქიძემ.
FirstNews,ge-თან პროექტის მიზანზე პროექტის ასისტენტმა თამარ კიტოვანმა ისაუბრა.
„სასწავლო ვიზიტის მიზანია ერთის მხრივ გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით,“- განაცხადა თამარ კიტოვანმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველოს მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სიახლეები
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა