''ახლა შესაძლოა კოვიდის მეშვიდე ტალღა იწყებოდეს'' - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საქართველოში ახლა შესაძლოა, კორონავირუსის მეშვიდე ტალღა იწყებოდეს, რაზეც მიანიშნებს ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი.
"ჩვენ ტალღას ვეძახით პერიოდს, როცა აღმავალი მრუდია - სტაბილურობაა და შემდეგ შემთხვევების რაოდენობა იმატებს. შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისია, შეიძლება დავარქვათ მეშვიდე ტალღის დასაწყისი... ჩვენ ახლა არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ვირუსისგან დაგვიცავს, ვაქცინაციას შერჩა ძალა, დაიცვას ადამიანი სიკვდილისგან და მძიმე მდგომარეობისგან - ბუსტერის დოზა სამიზნე ჯგუფებისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ინფიცირება იყოს ნაკლები, ადამიანებს უნდა მოვუწოდოთ, ატარონ პირბადე, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში", - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ ახლა რეპროდუქციული ინდექსის მაჩვენებელი 18-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კოვიდინფიცირებული ადამიანი 18 ადამიანს აინფიცირებს.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
