დახვეწილი გემოების მრავალფეროვანი არჩევანი -"ლაზიერი" - ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი, ცომეულის მოყვარულთათვის კი  ფაფუკი ცომი და არომატებით დახუნძლული შიგთავსი ,-  საკმაოდ რთულია ჩვენს ქალაქში (ქუთაისში) იპოვოთ ადგილი, სადაც ჭეშმარიტად გემრიელ გემოებს დააგემოვნებთ.

თუმცა, სულ ახლახანს ქუთაისში, ბუხაიძის #20 ახალი საცხობი გაიხსნა.

 

უგემრიელესი სამარხვო ტკბილეული, კექსები სხვადასხვა შიგთავსით, ქართული ტრადიციული ცომეულის მრავალფეროვანი არჩევანი - ხაჭაპური, ლობიანი და ასევე, იტალიური პიცა, - თუ დახვეწილ გემოებს ეძებთ, "ლაზიერი" ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

 

"ლაზიერის" შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე FirstNews.ge-ს კომპანიის დამფუძნებელი თამარ კვაშილავა ესაუბრა.

 

- ვთვლი, რომ გურმანი ვარ და ასევე, თავადაც ვამზადებ გემრიელობებს, რის გამოც ხშირად ვიღებ შექებას. იდეის ერთ-ერთი ნაწილი დღესდღეობით ჩემი ბიზნესია. პანდემიის პერიოდმა დააჩქარა ჩემი იდეების განხორციელების წამოწყება, თუმცა არაერთხელ  შევიტანე ცვლილება ბიზნესის განვითარების პროცესში. ვცდილობდი პანდემიის რეგულაციებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყოლოდი, იყო ბევრი გამოწვევა, სირთულეები, მაგრამ შევძელი დაწყებული საქმიანობა უფრო განმევრცო.

 

არაჩვეულებრივი გუნდი მყავს, რომელიც  ჩემი იდეების განხორციელებას ამართლებს. მათ დიდ პატივს ვცემ  და მსურს ჩემს ტემპს გაუძლონ.

 

292822088 1127024598157894 7928156637723728269 n666

 

- რატომ აირჩიეთ სახელი "ლაზიერი"?

 

- ვფიქრობ, ეს არის ძალა, სტატუსი, გამბედაობა, პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რაც ბიზნესს სჭირდება. ვფიქრობ, ძლიერი ფიგურა წარმატებულია ბიზნესშიც,  თამაშშიც და ცხოვრებაშიც.

 

283003098 111142471600520 1959172524495006971 n

 

- როგორი მომხმარებელი ჰყავს ლაზიერს?

 

- არ დაგიმალავთ და მომწონს ლაზიერის მომხმარებლები. ისინი გემოვნებიანი არიან. ვცდილობ მათთან კომუნიკაცია მუდმივად მქონდეს. ხშირად ვუსვამ კითხვებს, მაინტერესებს მათი კრიტიკა, მოთხოვნა და ა.შ. მომწონს, რომ მოდიან ისე უბრალოდ იმისთვის, რომ მადლობა მითხრან შეძენილი პროდუქციის გამო. სწორედ, ეს დიდი სიყვარული მეხმარება, რომ შევქმნა ნებისმიერი გემრიელი პროდუქცია.

 

მიყვარს ჩემი საქმიანობა. სიყვარულით ვქმნი ყველაფერს. ყოველი სადღესასწაულო შეკვეთა აუცილებლად თავად უნდა შევქმნა და აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს ერთმანეთისგან. ვგრძნობ, რომ ეს იცის "ლაზიერის" მომხმარებელმაც.

 

293283240 357933866495435 2533934459119527159 n

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

 

- უახლოეს მომავალში ჩვენს ფილიალს დაემატება კიდევ, რამდენიმე ახალი ფილიალი; ასევე, ვამატებთ ახალ ხაზს, თუმცა, ამას სიურპრიზად დავტოვებ. რა თქმა უნდა, ექსპორტიც გვექნება.

 

შეძლებისდაგვარად ქველმოქმედებას ვეწევით ხოლმე, ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და უფრო მასშტაბური გავხადოთ.

 

- წარმატებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა!

წაკითხვა 1045 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 13 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.