"ყალბი კრიპტოვალუტების პირამიდებში კარგავენ ფულს - უკვე არის რამდენიმე შემთხვევა"
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ქართველთა მიმდობლობასა და ფინანსურ პირამიდებზე წერს.
„ფინანსურ პირამიდებზე ბევრი წამოეგება ხოლმე, მაგრამ ქართველები განსაკუთრებით მიმდობები( ანუ ფინანსურად გაუნათლებლები) ვართ. გვახსოვს, ხომ რამდენი ათეულ მილიონობით დოლარი მიითვისეს სხვადასხვა სახის “საფინანსო კომპანიებმა” ჩვენი მოქალაქეებისაგან? ახლა მორიგი დაკარგვების დროც დადგა, ყალბი კრიპტოვალუტების პირამიდებში კარგავენ ფულს. უკვე არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც ჩვენი მოქალაქეების მილიონები გაქრა და კიდევ გაქრება მომავალში( მაგ.Tesla Video Media-ში).
ამაზე (განათლლებაზე, გაფრთხილებაზე) მუდამ უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა ეროვნული ბანკის და მთავრობის მხრიდან, რაც სამწუხაროდ არასდროს მომხდარა.
საბოლოო ჯამში ყველა პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე და რისკებზე ‘’. - წერს რომან გოცირიძე .
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
