"ქართული ოცნებასთან" დაკავშირებულმა კომპანიამ 35 მლნ-ს ხელშეკრულებები გააფორმა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდერებს მმართველ პარტიასთან - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია შპს ბორანი იგებს. 2013-2022 წლებში ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საუბარია 34 970 860 ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადებაზე.
კვლევის მიხედვით, "ბორანი" წილის 22 პროცენტის ყოფილი მფლობელი, ნინო ჩხიკვაძე ლოს თავმჯდომარის მოადგილეა, კომპანიის ახლანდელი დირექტორი კი მისი შვილი ბექა არაბიძეა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს, მანამდე, გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის ქმარს, ამირან ჩხიკვაძეს. მან მმართველ პარტიას 2017 და 2020 წლებში ჯამში 60 ათასი ლარი შესწირა. ამავე კომპანიის სხვა მფლობელებმა გიორგი აბულაძემ და მელანო უკლებამ კი ჯამში 30 ათასი ლარი.
"შპს “ბორანის” ჩართულობა ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა შპს ბორანთან დადებული ხელშეკრულებები და აღმოაჩინა, რომ 2013 წლიდან დღემდე კომპანიამ 32 960 373 ლარის ღირებულიბის 52 ტენდერი მოიგო, მათ შორის 26 - უკონკურენტოდ, 8 კი - მეტოქეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე. 52 ტენდერიდან 22 ზესტაფონის, 15 თერჯოლის, 3 კი ბაღდათის მუნიციპალიტეტზე მოდის. კომპანიამ ასევე მოიგო საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი, რომელთა უმრავლესობა იმერეთის ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას ეხებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე მმართველი პარტიის რომელიმე წარმომადგენელი კომენტარს გააკეთებს, მასალა განახლდება.
სიახლეები
- ქათმის ხორცის ბურთები
- საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
- "ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ"- მაია ბითაძე
- "ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, როდესაც მიტინგზე ეძახდნენ, „დედოფალო“, მაშინაც არ მქონდა მოლოდინი"- ანა წითლიძე
- "იმედგაცრუებული მაშინ ვარ ხოლმე, როდესაც ვიღაცისგან რაღაცას ველოდები და ქალბატონი სალომესგან დიდად არაფერს არ ველოდებოდი"- თაკო ჩარკვიანი