ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air-ი თბილისიდან იფრენს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე.
„იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარაძემ.
ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის შესახებ 19 ივლისს გახდა ცნობილი.
აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
