8 თვეში, საქართველოში შემოწმებული 3047 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 2127 პირს დაუდასტურდა, საიდანაც 5 არასრულწლოვანია

2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2127 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, აქედან 28 ქალი და 5 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ნარკოტიკულ თრობაზე 3047 პირი შეამოწმეს, აქედან 12 არასრულწლოვანი და 64 ქალია.

 

უფრო კონკრეტულად, იანვარში შემოწმებული 299 პირიდან დადასტურებული თრობა 198-ს აქვს; თებერვალში 317 შემოწმებულიდან ნარკოტიკული თრობა 221-ს დაუდასტურდა, აქედან 2 ქალია; მარტში - 444 შემოწმებულიდან ნარკოტიკული თრობა 292-ს აქვს დადასტურებული, აქედან 5 ქალს; აპრილში შემოწმებული 404 პირიდან თრობა 277-ს დაუდასტურდა, აქედან 6 ქალია; მაისში ამავე სამსახურმა 420 პირი შეამოწმა, აქედან ნარკოტიკული თრობა 291-ს აქვს დადასტურებული, მათ შორის 9 ქალს; ივნისში 391 პირი შეამოწმეს, აქედან თრობა 282-ს დაუდასტურდა, დადასტურებულ პირთა შორის 1 ქალია; ივლისში 413 შემოწმებული პირიდან თრობა 319-ს დაუდასტურდა აქედან 3 ქალს.

 

რაც შეეხება აგვისტოს მონაცემებს, 2022 წლის აგვისტოში ექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 247 პირის ნარკოტიკული თრობაა დადასტურებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში, ჯამში, 359 პირი შეამოწმეს, აქედან 8 ქალი, თუმცა, ნარკოტიკული თრობა მხოლოდ 2 ქალს და 245 მამაკაცს დაუდასტურდა.

 

აღსანიშნავია, რომ შემოწმებულ პირთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მას ნარკოტიკული თრობა არ დადასტურებია. უფრო კონკრეტულად, გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში თბილისში ნარკოტიკულ თრობაზე 101 პირი შეამოწმეს, აქედან ნარკოტიკული თრობა 78-ს დაუდასტურდა. დადასტურებულ პირთა შორის ერთი ქალია 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში. აღნიშნულ პერიოდში, იმერეთში ჯამში 35 პირი შეამოწმეს, აქედან ნარკოტიკული თრობა 15-ს დაუდასტურდა. აჭარაში 71 შემოწმებული პირიდან ნარკოტიკული თრობა 45-ს აქვს დადასტურებული, მათ შორის ერთი ქალია. კახეთში შემოწმებული 18 პირიდან ნარკოტიკული თრობა 14-ს დაუდასტურდა; გურიაში 21 შემოწმებული პირიდან ნარკოტიკული თრობა 16-ს აქვს დადასტურებული; სამეგრელოში შემოწმებული 48 პირიდან ნარკოტიკული თრობა 40-ს დაუდასტურდა; სამცხე-ჯავახეთში შემოწმებული 4 პირიდან 2-ს დაუდასტურდა; ქვემო ქართლში შემოწმებული 12 პირიდან კი, 10 აქვს დადასტურებული; შიდა ქართლში შემოწმებული 49 პირიდან ნარკოტიკული თრობა 27-ს დაუდასტურდა.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა.

 

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 - ბიჭს და 2 - გოგოს.

წაკითხვა 259 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.