რა ვითარებაა ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე

ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 250-ით გაიზარდა.

 

ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა.

 

Forbes.ru-ს ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა,19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.

 

გამოცემის ცნობით, მოთხოვნა საზღვარგარეთის სასტუმროებზეც გაიზარდა. ონლაინ დაჯავშნის სერვის Ostrovok.ru-ს მონაცემებით, 21 სექტემბერს, მობილიზაციის დღეს დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების ძიების რაოდენობა, 19 სექტემბერთან შედარებით, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველოს პარალელურად ყირგიზეთსა და ყაზახეთში რუსები საცხოვრებელს, 19 სექტემბერთან შედარებით, 8-ჯერ, სომხეთში კი 14-ჯერ უფრო ხშრად ეძებდნენ. სასტუმროებზე მოთხოვნა სერბეთში 6-ჯერ, თურქეთში კი 3-ჯერ გაიზარდა. 19 სექტემბერთან შედარებით, 21 სექტემბრისთვის რეალური ჯავშნების (შესყიდვების) რაოდენობა ასევე, 5-ჯერ ყირგიზეთში, 3,5-ჯერ ყაზახეთში, 3-ჯერ სომხეთში და 2-ჯერ უზბეკეთში გაიზარდა.

წაკითხვა 379 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.