165 000 ლარის მითვისების საქმეზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და „მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" დააკავა.
პროკურატურის ვერსიით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი.
გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა თიბისი ბანკი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მიმართვების საფუძველზე დაიწყო.
დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სიახლეები
- მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მთვარის ნიადაგიდან შესაძლებელია ჟანგბადის, წყლისა და საწვავის მიღება” - ჩინელი მეცნიერების მიგნება
- “ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს” - ტრამპი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსათვის
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო