April 26, 2024

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 ნოემბერს ქუთაისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

 

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი.

 

გუდაურში დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +7 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

 

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +14 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავში +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

წაკითხვა 197 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.