"დედაოს მდგომარეობა მძიმეა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები დედათა მონასტერში შეჭრის ფაქტზე?
უმძიმესი დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში მოხდა. მონასტერში ორი პირი შეიჭრა და ყაჩაღობა სცადა.
როგორც ირკვევა, უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც დამნაშავეები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ადგილობრივების თქმით, მოძალადეები 70 წლის დედაოს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დედაო მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა.
"შოკირებულები ვართ. მონასტერში ვიღაც მისულა და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი. დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებს, თავზარდაცემულები ვართ, როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! აქ ის ყველას უყვარს. მეტი არაფერი ვიცით. მთელი დღეა ვტირი. როგორც ამბობენ, დედაოს მდგომარეობა მძიმეა. მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება,"- აცხადებს ადგილობრივი.
მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება უმძიმეს დანაშაულზე საუბრობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ 27 და 39 წლის მამაკაცები 70 წლის პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა