"ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, ძალიან ხშირად ახველებს - მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგი სასიკვდილოა"- გიული ალასანია
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი. ახლა, ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელსაც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ [მედიკოსების თქმით] შეიძლება ვერ გადაიტანოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.
ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მისვლას კლინიკაში აზრი არ აქვს.
„რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს - რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, - აცხადებს გიული ალსანია.
მისი თქმით, მიხელ სააკაშვილს მასთან არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობა.
ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილი ამ უნდობლობის შესახებ ადვოკატს ესაუბრა.
გარდა ამისა, ალასანიამ ისაუბრა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესების გამართვა დროში იწელება.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებს, რადგანაც ის მძიმედაა.
"სურდო კი არ არის. მძიმე დიაგნოზებია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა. ეს რამდენჯერ უნდა ითქვას ან დაიწეროს, ან ვინ უნდა ჩამოვიყვანოთ?! ანალიზი გაკეთდა ნომერ პირველ ლაბორატორიაში და ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალმა დაგვიდო თავისი ინტერპრეტაცია და მეტს რას ველოდებით, არ ვიცი“, - განაცხადა ალასანიამ.
მან ასევე განმარტა ის მიზეზი, რის გამო ვერ ჩაერთო ამერიკიდან დისტანციურად 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესს ერთ-ერთი ამერიკელი ექიმი.
„სასამართლო პროცესები ზედიზედ უნდა ჩაინიშნოს. მე რომ მკითხოთ, დღეში ორჯერ უნდა ჩაინიშნოს. ის ტოქსიკოლოგი კალიფორნიიდან არის და ჩვენ ქვეყნებს შორის დროის 12 საათიანი განსხვავებაა. ის ადამიანი ვერ გაათენებს. 20 წლის ბიჭიც არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა ტელევიზორთან, თან პერსპექტივაშიც არ ჩანდა, მას რომ ვინმე ჩართავდა და ადამიანმა დაიძინა“, - განაცხადა ალასანიამ.
სიახლეები
- “ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, კონკრეტულ ბრალდებაზე განცხადებას არავინ აკეთებს, მათი მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან” - გია ვოლსკი
- მარწყვის ლიმონათი
- "რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა" - დონალდ ტრამპი
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი