"ქრება ადამიანი თვალწინ, უბრალოდ, ყურებაც შეუძლებელია - ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს"-გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა ,რომ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს.
„ქრება ადამიანი თვალწინ, უბრალოდ, ყურებაც შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად. რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს“, -განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
