საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ დღეს საქართველო მეთერთმეტედ აღნიშნავს.
სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოიფინება საქართველოს ეროვნული დროშები.
ამ დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს აივნებიდან გადმოიფინება დროშები.
სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
„ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება - ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ. სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“.
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
სიახლეები
- ბადრიჯანი პამიდვრით
- “მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც ალიბს უცხოური ჩარევისთვის” - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
- “დეზინფორმაციაა, თითქოს დამკვირვებლები არ იქნებიან ამ არჩევნებში, ეუთო/ოდირი, როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად არ ერთვება” - გიორგი კახიანი
- “5-იანის ქვეშ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს სრულიად გამორიცხულია, არც 9 ნომრის ქვეშ მონაწილეობას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს” - ირაკლი კუპრაძე
- “ომს ომით ვუპასუხებთ, დაბომბვას დაბომბვით, ირანი არ დაემორჩილება არცერთ მოთხოვნას ან დიქტატს” - აიათოლა ალი ხამენეი