თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი 2022 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ
გასულ, 2022 წელს, საქართველოსთვის სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. სავაჭრო ბრუნვის (19 042,9 მლნ აშშ დოლარი) 37,6 პროცენტი ამ ქვეყნებზე მოდის.
საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ათეულში მოხვდნენ: აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, გერმანია, ბულგარეთი, უკრაინა და იტალია. წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ბრუნვის 78,6% პირველ ათეულზე მოდის, საქსტატი აქვეყნებს.
გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 32,8 პროცენტით არის გაზრდილი: ექსპორტი 31,8 პროცენტით აჭარბებს წინა წლის მონაცემებს (13 450,1 მლნ. აშშ დოლარი), იმპორტი კი - 41,4 პროცენტით (7 857,2 მლნ. აშშ დოლარი).
ექსპორტის კუთხით ლიდერი ქვეყნების სამეულში მოხვდნენ: ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ათეულში არ არიან გერმანია და იტალია, მათ ნაცვლად შევიდნენ პერუ და ყაზახეთი.
"2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1 024,3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18,3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 903,8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16,2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 459,8 მლნ. აშშ დოლარით (8,2 პროცენტი)", - აცხადებენ საქსტატში.
იმპორტის მიხედვით ლიდერი ქვეყნები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. იმპორტიორი ქვეყნების ათეული თითქმის სრულად ემთხვევა მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალს, გამონაკლისი იაპონია და რუმინეთია.
"უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 618,8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 336,4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9,9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 775,3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5,8 პროცენტი)", - აცხადებენ საქსტატში.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს