როგორია უმუშევრობის დონე საქართველოში - საქსტატის მონაცემები
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 3.4%-ით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს სამუშაო ძალის წილი 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, წინა წელთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და 51.9%-ით განისაზღვრა, ხოლო იმავე სამუშაო ძალის დასაქმების დონე 2.5%-ით გაიზარდა და 42.9% შეადგინა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში შემცირდა.
„2022 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9%-ს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, თუმცა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ორივე სქესის დასაქმებულთა რაოდენობამ იმატა.
„უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2% - ით ხოლო კაცებში - 3.5%-ით. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტებით.
2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4%) ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6%), რის უმთავრეს მიზეზს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
