ივნისიდან ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება
საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება. გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მას შემდეგ მიიღეს, რაც შეხვედრა გაიმართა მინისტრსა და მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება 10 ივნისიდან 5 თვის ვადით.
"ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წისქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ", - ამბობს მინისტრი ოთარ შამუგია.
ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა არაერთხელ გამართეს აქცია, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადების დაწესების მოთხოვნით. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს