კომპანია “სანტექ.სერვისის” ქუთაისის ფილიალს დღეიდან ახალი მენეჯერი უხელმძღვანელებს

ქუთაისში, კომპანია „სანტექ.სერვისს“ ახალი რეგიონული მენეჯერი ჰყავს,- ამის შესახებ სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზვიად სამუშიამ განაცხადა.



როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი Firstnews.ge-თან საუბარში აღნიშნავს „სანტექ.სერვისი“ ქუთაისში მასშტაბურ კამპანიას იწყებს.



“გამომდინარე იქედან, რომ კომპანია სანტექ.სერვისი ქუთაისში მასშტაბურ კამპანიას იწყებს, რომელიც სანტექნიკური სერვისის 24 საათიან სააბონენტო შეთავაზებას გულისხმობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის სერვის ცენტრს ივა ნიკოლაძე უხელმძღვანელებს. ივა ნიკოლაძეს აქვს მსგავსი ტიპის მოლაპარაკებების და დამკვეთებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება და ვთვლით, რომ აღნიშნულ გამოწვევას წამატებით გაართმევს თავს.



ასევე, დაწყებული გვაქვს ქუთაისის სერვის ცენტრში არსებული ავტო პარკის და სპეც ტექნიკის მოდერნიზაცია, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება და ხელს შეუწყობს სერვის ცენტრს, უფრო ოპერატიულად და ხარისხიანად მოემსახუროს ქუთაისის, როგორც მოსახლეობას ასევე იურიდიულ პირებს 24 საათის განმავლობაში,” - განაცხადა ზვიად სამუშიამ.

 

წწწწ222



მისი თქმით, კომპანია „სანტექ.სერვისი“ რესტორნებს სკოლებს სასტუმროებს საბავშვო ბაღებს და სხვა იურიდიულ პირებს სპეციალურ სააბონენტო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც 24 საათიან ულიმიტო მომსახურებას ითვალისწინებს.

 

„კომპანია „სანტექ.სერვისი“ 2012 წელს თბილისში დაარსდა. შემდეგ უკვე ბათუმსა და ქუთაისში გავხსენით სერვისცენტრები. ჩვენი კომპანია ქუთაისში 2019 წლიდან არსებობს და მომხმარებელს 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. კომპანია დაკომპლექტებულია სპეციალური ტექნიკით, აპარატებითა და კვალიფიციური ხელოსნებით. ეს კომფორტს უქმნის მოსახლეობას, რომ ეფექტური და სრულყოფილი სერვისი მიიღოს," - აღნიშნა ზვიად სამუშიამ.

 

CB5A2979



FirstNews.ge-თან საუბარში კომპანია „სანტექ.სერვისის“ ახალმა მენეჯერმა ივანე ნიკოლაძემ ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.



„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „სანტექ.სერვისის“ ხელმძღვანელობას ნდობისთვის და რაღათქმა უნდა ჩემთვის ახალი გამოწვევაა აღნიშნულ სფეროში მუშაობა, საინტერესო და ამბიციურია კომპანიის ხედვა და მიზნებიც, მინდა კომპანიის წარმატებაში და იმ მიზნების განხორციელებაში, რომელიც კომპანიას და მის მენეჯმენტს აქვს დაგეგმილი ჩემი დიდი წვლილი შევიტანო და ვიმუშაო ჩემთვის ახალ გუნდთან ერთად, რომ კომპანიის სერვისების მომხმარებლებს მივაწოდოდთ სწრაფი, ხარისხიანი და კომფორტული მომსახურება 24 საათის განმავლობაში,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ივანე ნიკოლაძემ.

 

CB5A3001 1



შეგახსენებთ, რომ „სანტექ.სერვისს“ შეუძლია მომხმარებელს მოუგვაროს ნებისმიერი სირთულის პრობლემა, შეუქმნას მშვიდი და კომფორტული გარემო. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე – (032) 2 45 45 46.

წაკითხვა 534 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.