ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს
საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის წინ მოწამლეს. სავარაუდო ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მედია აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან დაკავშირებას ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
სიახლეები
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია
