ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს აქციით დახვდნენ
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.
ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.
ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილეზებულნი.
საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას. აქციაზე ისმის შეხახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.
ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, „ნაციონალური მოძარობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად, ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეკრება 00:00 საათისთვის დაიწყეს. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
