"სასაცილოა განცხადება, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა" - პასუხი სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ადვოკატებს განცხადებაზე
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით
, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა, ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა და არა ბაგრატიონი.
ლევან გორელაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა მოპასუხე მხარის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის მიერ განცხადებას, რომ არსებული ინფორმაციით, ბაგრატიონ-გრუზინკებს საპატრიარქომ დნმ ტესტი ჩაუტარდა, რითაც დადგუნდა რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა, სინამდვილეში სიხარულიძეა. ლევან გორელაშვილის თქმით, დნმ ანალიზით არ დგინდება პირთა შორის ნათესაური კავშირი. მისი თქმით, ამას შესაბამისი პასუხი სამხარაულის ექსპერტისზის ბიურომ გასცა.
"განცხადება, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, არათუ საფუძველსაა მოკლებული, არამედ მარაზმში გადადის და ამაზე საუბარი სასაცილოა. რეალურად, დნმ ანალიზზე საუბარი ამ ეტაპზე უნდა დასრულდეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილია, რომ ამ მეთოდით პირთა შორის კავშირის დადგენა არ ხდება. იმისთვის, რომ პირთა შორის ნათესაური კავშირი დადგინდეს, საჭიროა სვეტიცხოვლიდან მოხდეს ეგსჰუმაცია პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკის და პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის. ამ ჭორებისა და სულელური არგუმენტაციის გამოსარიცხად, რომ ვიღაცა სიხარულიძე ყოფილა, ბუნებრივია ამხელა რაღაცაზე ჩვენ არ წავალთ და ცხედრების ეგსჰუმაციაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღება", განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება გამოცემა "დეილი მეილის" მიერ გავრცელებულ ინგორმაციას, რომ დავით ბაგრატიონ -მუხრანელი დათანხმდა ამავე გამოცემის ჟურნალისტის შეთავაზებას, რომ თუკი ბაგრატოვანთა ჯილდოს გადასცემდა, სანაცვლოდ 3000 ფუნტს გადაუხდიდა, ადვოკატის განმარტებით, ეს მტკიცებულების სახით საქმეში დევს. ადვოკატის თქმით, ფაქტი, რომელიც გამოვლინდა, დათარიღებულია 2017 წლით და ამ დროს ანა ბარატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი განქორწინებულები იყვნენ.
თბილისი საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცეს გაიმართა. როგორც ცნობილია ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცდარებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს.სამეფო დავის შესახებ სასამართლოში არსებულ საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.
ambebi.ge
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”