დააჯარიმეს ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ
კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა ბათუმში მდებარე ექვსი კვების ობიექტი - მიზეზი არის ის, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ისინი სტუმრებს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ მომსახურებას. სერვისის მიღება ძირითადად რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი.
ჯარიმის გადახდა დაეკისრათ:
- ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი;
- შპს „დარიას“ - 1 088 ლარი;
- ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი;
- ი/მ ალეკსანდრ ვასილევს - 600 ლარი;
- შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ (კაფე „მამა აზია“) - 1 789 ლარი;
- შპს „ჰარვიდენტს“ - 600 ლარი.
ეს კომპანიები კონკურენციის სააგენტომ 2023 წლის ნოემბერში გააფრთხილა, თუმცა მათ დარღვევა არ გამოასწორეს.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სერვისის მიღება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ყველა ეს კვების ობიექტი ვალდებულია, კლიენტებს სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად შესთავაზოს მომსახურება.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
